10
13.04.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ‘’ადამიანის უფლებები ყველასთვის’’ წარმომადგენლებს შეხვდა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ‘’ადამიანის უფლებები ყველასათვის’’ – მეორე ფაზა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისა და სოციალური ჯგუფის უფლებების დაცვას საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
პროგრამა მოიცავს შემდეგ სფეროებს:
ადამიანის უფლებათა მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი;
ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს რეგიონებში;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება;
უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სხვა სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვა.
მათი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები აგრეთვე გაგრძელდება მოქმედ საჯარო სკოლებსა და ინკლუზიურ ცენტრებში, პროექტის ღონისძიებებში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.