ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ONI HUB IN- ონის ჰაბის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

04.04.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ONI HUB IN- ონის ჰაბის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მოადგილეებთან და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველ მოადგილესთან – ქრისტინა კობახიძესთან ერთად, ფიარ თრიიზ ფონდის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრაზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ფიარ თრიიზ ფონდის წარმომადგენლებმა ONI HUB – IN (ონის ჰაბის) პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს.
შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ONI HUB – IN (ონის ჰაბის) პროექტის მიზანი რეგიონში, რომელიც წარმოადგენს:
განათლების ხელშეწყობას;
ტურიზმის განვითარებას;
დასაქმებას და წარმოება/რეალიზაციის ხელშეწყობას.
ფიარ თრიიზ ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, ამ მიზნების მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს ონში, სოფელ სორში, მუდმივი საგანმანათლებლო საწარმოო და ტურისტული ბაზის შექმნას.
ONI HUB IN- ონის ჰაბის პროექტის განხილვის მიზნით, ონის მუნიციპალიტეტის მერიის საპროექტო იდეების, პროექტის შემუშავებისა და განხორციელების შემდგომ მართვის სამუშაო ჯგუფი, დეტალურად შეისწავლის საპროექტო წინადადებას და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მოხდება დამატებითი ინფორმაციის დაზუსტება.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ