16.02.2023წ.
ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეუბნის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
სოფელი შეუბანი – გარე განათების მოწყობა.
სოფელი წოლა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გზის რეაბილიტაცია.
სოფელი ლაჩთა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სკვერის კეთილმოწყობა.
სოფელი ჭალა – გზის რეაბილიტაცია.
სოფელი ხურუთი – გზის რეაბილიტაცია ნაპირსამაგრის გათვალისწინებით.
სოფელი ნიგვზნარა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების წერტილების მოწყობა.
შეგახსენებთ, რომ კონსულტაციები 9 თებერვალს დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება. დაგეგმილი შეხვედრები 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
შეხვედრების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე oni.gov.ge