ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2023 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა

11.01.2023წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2023 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხელმძღვანელმა პირებმა წარმომადგენლებისგან მოისმინეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და საჭიროებების შესახებ.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე, მათ შორის, შიდა გზების, სასმელი წყლის საკითხებზე და სხვა არსებულ საჭიროებებზე. ასევე, განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტების გამოვლენის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მალე დაიწყება. მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, „მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროგრამაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, რომ ყველა პროექტი განხორციელდეს მოსახლეობის საკეთილდღეოდ, რაც შესაძლებელს გახდის ეტაპობრივად მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას“.
სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენელმა ტარიელ ლობჯანიძემ, ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამების „დანერგე მომავალი“, იაფი აგრო სესხი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის შესახებ.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა