ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

21.12.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორის, შიდა გზების, სასმელი წყლისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მზადყოფნის საკითხებზე და სხვა არსებულ საჭიროებებზე. ასევე, “სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამაზე“ და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს