ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

by magda

07.12.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ლევან შერაზადიშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ლევან შერაზადიშვილმა წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარების და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მზადყოფნის შესახებ.
ასევე, განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემური საკითხები, რომელთა მოგვარების მიზნით მერის მოადგილემ წარმომადგენლებს კონკრეტული მითითებები მისცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე და შპს „ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავების და კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანელი კახაბერ ჩიკვილაძე

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content