ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ

by magda

21.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა 2022 წლის მიმდინარე პროექტები, რა დროსაც მეწარმეებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
გიორგი ნოდარიშვილმა კონტრაქტორ კომპანიებს მოუწოდა ინფრასტრუქტურული პროექტების განსაზღვრულ ვადებში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, ხოლო მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე დროულ და შედეგზე ორიენტირებულ რეაგირებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content