ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს – მირიან მაისურაძეს შეხვდა

10.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონელ ახალგაზრდა სპორტსმენს – მირიან მაისურაძეს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 23-წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დიდებში, მირიან მაისურაძემ 92 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
გიორგი ნოდარიშვილმა მირიანს მესამე საპრიზო ადგილის დაკავება მიულოცა და სპორტულ კარიერაში წარმატებები უსურვა.
“მირიანის წარმატება, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ასევე მთელი საქართველოს წარმატებაა, მისი მიღწევები უდიდესი მაგალითისა და სტიმულის მიმცემია ონელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სპორტში და ჩემპიონობაზე ოცნებობენ” – განაცხადა გიორგი ნოდარიშვილმა.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა