ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

19.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
გიორგი ნოდარიშვილმა მერის წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ვითარების შესახებ.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორის, შიდა გზების, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებაზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებსა და მათი მოგვარების გზებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებს ჭიორის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი – ვაჟა გობეჯიშვილი გააცნო და ამ უკანასკნელს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის დასასრულს მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს სასურველი შედეგების მისაღწევად შესაბამისი დავალებები მისცა და მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში და ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა