ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართა

17.10.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი – სერგი ხიდეშელი უძღვებოდა.
შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს;
ევროპის საბჭოს ანგარიში ადამიანის უფლებათა შესაძლებლობების შესახებ და რეკომენდაციები 2023 წლის ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
სერგი ხიდეშელმა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ საჭიროებებზე და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა რეკომენდაციები, წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს. აქცენტი გაკეთდა, როგორც ქალაქ ონის, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ საჭიროებებზე და ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სერგი ხიდეშელმა საბჭოს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, აღნიშნა, რომ თითოეული მოქალაქის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო წევრების შემადგენლობა სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების, ბიზნესის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა