ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად მეწარმეებს შეხვდა, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა 2022 წლის მიმდინარე პროექტები, რა დროსაც მეწარმეებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე, განიხილეს პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.

 

ხელმძღვანელმა პირებმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალეს.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების საზედამხედველო კომპანია – შპს “ჯეო ექსპერტი“-ს წარმომადგენლები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს