ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა ქ.ჟგოვის მერი – გჟეგოჟ მატუშაკი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლების მენეჯმენტის, განათლების, კულტურის, ტურიზმის, აგროტურიზმის მიმართულებით და სხვა სფეროებში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. ხელშეკრულებას ხელი ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა და ქ.ჟგოვის მერმა – გჟეგოჟ მატუშაკმა მოაწერა.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა პოლონეთის რესპუბლიკის ქ.ჟგოვის მერს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

შეხვედრის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ქ.ონში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე, ქალაქის ცენტრში არსებული სინაგოგის შენობა. ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლა.

 

ვიზიტის დასასრულს, სტუმრების საპატივცემულოდ ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედებითი საღამო.

 

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს