მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე ისაუბრა და დასძინა, რომ უზრუნველყოფს პროექტის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელების ხელშეწყობას. ასევე, მადლობა გადაუხადა სასწავლო კურსის ინიციატორებს და შეხვედრის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ სემინარების კურსის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი. შეხვედრა სსიპ “აწარმოე საქართველოში”, სსიპ სოფლის განვითარების სააგენტო”-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარდება.
სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებას, სახელმწიფო პროექტების შესახებ ინფორმაციის გაზიარებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.