35
მერმა სამუშაო შეხვედრაზე ხელმძღვანელებისგან გაწეული სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
აღნიშნულ შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა დეტალურად ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შესახებ. ასევე, განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხები და ისაუბრეს მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებზე.
სერგი ხიდეშელმა სამსახურის უფროსებს შესაბამისი დავალებები მისცა, რომ კომუნიკაცია მერიის შესაბამის სამსახურებთან გახდეს უფრო ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის პრობლემისა და წინადადების მერიამდე მოტანას. ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, შპს “ონის სერვის ჯგუფის” და შპს “ონის მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახური“-ს ხელმძღვანელები.