ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

შპს „ლოდინარის“, შპს „მპტ“-ს და შპს „ დიოკნისის“ წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან

მიმდინარე წლის 24 მიასს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან-დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთნ ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს „ლოდინარის“, შპს „მპტ“-ს და შპს „ დიოკნისის“ წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, სამუშაო პროცეში გამოკვეთილი ხარვეზები და სხვა საყურადღებო საკითხები.
შპს „მპტ“ – სოფელ უწერაში არსებული ამბულატორიისსარეაბილიტაციო სამუშაოებს და ქალაქ ონში მუსიკალური სკოლისთვის გარე სველი წერტილის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს .აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის დაცვით. მოხდა პროექტის რამოდენიმე პუნქტის დაზუსტება.
შპს „ლოდინარი“ – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სოფელ წედისში ასრულებს სამუშაოებს თავშეყრის ადგილის მოსაწყობად .მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გეგმა-გრაფიკთან მკვეთრი ჩამორჩენა , გაიცა შესაბამისი გაფრთხილება დროული რეაგირებისათვის.
შპს „დიოკნისი“ სოფელ ღუნდაში, სორგითში, ცხმორსა და ჟაშქვაში სოფლამდე მისასვლელ და შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სმუშაოებს ასრულებს .მუშაობის პროცესთან დაკავშირებით შენიშვნები არ დაფიქსირებულა.
იგეგმება პროექტის მცირე კორექტირება .

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა