ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, სასწავლო წლის დაწყება პედაგობებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქ.ონში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან მიულოცა

15.09.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, სასწავლო წლის დაწყება პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ქ.ონში, სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან მიულოცა: “ძვირფასო პედაგოგებო და მოსწავლეებო, გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი, გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებს,
მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები, მასწავლებლები, მეგობრები, რაც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნება. გილოცავთ ყველას და გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული სასწავლო წელი”.
 ონის მუნიციპალიტეტის მერის – სერგი ხიდეშელის ინიციატივით, წარმატებული სტუდენტები ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიას მიიღებენ, რომელიც 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სტუდენტთა სწავლის სტიმულირება.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა