ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

17.08.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
17 აგვისტოს რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, პირველი გაფართოებული თათბირი გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და დეპუტატებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მახათაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმების მასშტაბური სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობის საკითხს დაეთმო.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროგრამის ფარგლებში, სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნა ისეთი საზოგადოებრივი სამუშაოები, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.
წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ, გასულ პერიოდში შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, განიხილეს სოფლებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და იმსჯელეს მათი, დროულად, მოგვარების გზებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზაფხულის სეზონზე სასმელი წყლის მარაგის მკვეთრ კლებაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დასაგეგმი იქნება დამატებითი სამუშაოები.
ქრისტინა კობახიძის განცხადებით, პრობლემური საკითხის მოგვარების პროცესში უშუალოდ ჩაერთვება, რათა დროულად გატარდეს შედეგზე ორიენტირებული საჭირო ღონისძიებები.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა