ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან ერთად, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის კავკასიის ალიანსების პროგრამის კოორდინატორს – მაია მოსიშვილს და პროგრამის უფროს ოფიცერს – გურანდა გოგიტიძეს შეხვდა.

შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პრინციპების შესახებ ისაუბრეს, რაც მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანაბარ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესსა თუ ეკონომიკურ საქმიანობაში.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, მერის მრჩეველი – თამარ ხომასურიძე და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, მერიის პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
მერის წარმომადგენლებს ინფორმაციის გავრცელების მიზნით გადაეცათ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების სახელმძღვანელოები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს