ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების დროს ფორსმაჟორულ სიტუაციის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო სამუშაო ჯგუფთან

მიმდინარე წლის 11 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების დროს ფორსმაჟორულ სიტუაციის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო სამუშაო ჯგუფთან, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი ხელმძღვანელობს.

ჯგუფში ჩართულია ადგილობრივი სამსახურები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურები.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევს მოსალოდნელი კრიტიკული სიტუაციით ( სტიქია) გამოწვეულ ნებისმიერ პრობლემებს.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს