10
მიმდინარე წლის 11 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ შეხვედრა გამართა სტიქიური მოვლენების დროს ფორსმაჟორულ სიტუაციის მართვის მიზნით შექმნილ საგანგებო სამუშაო ჯგუფთან, რომელსაც უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერი ხელმძღვანელობს.
ჯგუფში ჩართულია ადგილობრივი სამსახურები და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო სტრუქტურები.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი მთელი წლის განმავლობაში მონიტორინგს გაუწევს მოსალოდნელი კრიტიკული სიტუაციით ( სტიქია) გამოწვეულ ნებისმიერ პრობლემებს.