ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს – რიკარდო მონტანარს და მდგრადი სამთო ტურიზმის განვითარების მიმართულებით პროექტის მენეჯერს – ირაკლი კუციას უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერის პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი და მერის მრჩეველი – თამარ ხომასურიძე.
პროექტ GRETA „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“-ს ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორებიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.
პროექტი მოიცავს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში არსებული შესაძლებლობები, გამოწვევები და შედეგები განიხილეს.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა