ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

29.06.2022წ

დღეს 29 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – ლევან შერაზადიშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – თეიმურაზ გძელიშვილი, განათლების კულტურის სპორტის ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი – მანანა ჩაგელიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელი – მარინე რაზმაძე.
შეხვედრის მიზანი გაცნობითი ხასიათის იყო. მისიის წარმომადგენლებმა ონის მუნიციპალიტეტის მერს სადამკვირვებლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს, ასევე ისაუბრეს მისიის იმ როლზე, რომელიც მათ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით შეაქვთ.
მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წარმომადგენლები მათი პასუხისმგებლობის არეალში მყოფი სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთანაც მართავენ.

 

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა