ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მონაწილეობა მიიღო მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისათვის კლიმატის ცვლილების საბჭოს გაფართოებულ სხდომაში

25.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, მონაწილეობა მიიღო მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტებისათვის კლიმატის ცვლილების საბჭოს გაფართოებულ სხდომაში.
სხდომის მიზანი იყო მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის (SECAP) მეთოდოლოგიის დამტკიცება და საკოორდინაციო საბჭოს ანგარიშის წარდგენა.
აქვე გაიმართა ღონისძიება პროექტის „მუნიციპალიტეტები მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატისთვის“ ფარგლებში, სადაც განხილული იქნა მუნიციპალიტეტების მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმების (SECAP) სამუშაო ვერსიების ძირითადი საკითხები, მუნიციპალიტეტების მხრიდან მიღებული გამოცდილება. შედგა სამოქმედო გეგმების მომზადებისა და მონაცემების დამუშავების მიზნით შექმნილი ელექტრონული სისტემის პრეზენტაცია.
შეხვედრა პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო“ (CBIT ITF) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.
პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მისი აღმასრულებელია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), განხორცილებას – გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP).

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა