ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი შეხვდა მეწარმეებს, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.

03.06.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე – ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, შეხვდა მეწარმეებს, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებენ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს 2022 წლის მიმდინარე და დასრულებული პროექტები.
სერგი ხიდეშელმა კონტრაქტორ კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება და აღნიშნული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესება დაავალა.
მეწარმეებმა მუნიციპალიტეტის მერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და იმსჯელეს სავარაუდო გამოწვევებზე.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, შპს “ჯეო ექსპერტი“-ს წარმომადგენელი, სამუშაოს ტექნიკური ზედამხედველი – ალექსანდრე ხიდეშელი და შპს “მშენებლობა, ექსპერტიზა, დიზაინი“-ს წარმომადგენელი, სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი – ევგენი კერვალიშვილი

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა