ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა

06.05.2022წ.

5  მაისს ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ინიციატივების მხარდაჭერა, მათი მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა, როგორც მიმდინარე პროგრამებში, ისე ახალგაზრდული პოლიტიკის  დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.

შეხვედრა ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმის ფორმატში ჩატარდა და ახალგაზრდებმა თავიანთი საჭიროებებისა და იდეების შესახებ ისაუბრეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, ასევე ახალგაზრდული საქმიანობის მიმართულებების განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და შემუშავება.

“დღევანდელი შეხვედრის ინიციატივა ახალგაზრდებისგან მოდის და მიხარია, რომ საშუალება გვაქვს მოვისმინოთ მათი აზრი იმ პრობლემებზე, რომლებიც ახალგაზრდებს  აწუხებთ. ჩვენი სურვილია გამოვძებნოთ ახალი შესაძლებლობები მათ დასახმარებლად“- განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდების სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებთან მომავალშიც იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა