ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან

6.04.2022წ.

6 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
მუნიციპალიტეტის მერმა, წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების წინა მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
ინფორმაციის მოსმენისა და შეჯამების შემდეგ, მერმა, შესაბამის სამსახურებს არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.
სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, შპს „ონის სერვის ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე, შპს „ონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ დირექტორი კახაბერ ჩიკვილაძე და სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ტარიელ ლობჯანიძე.
სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ტარიელ ლობჯანიძემ, მერის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ შესახებ, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსახლეობაში ინფორმაციის გასავრცელებლად წარმომადგენლებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდათ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ