ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან

06.04.2022წ.

5 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილე – ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ პირებთან.

მერმა შეხვედრაზე, სამსახურის უფროსებისგან სფეროების მიხედვით დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში გარდამავალი და დაგეგმილი პროექტების შესაბამის ვადებში დასრულებასა და ამ მიმართულებით შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, კონკრეტული მითითება გასცა.

თათბირზე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგებლებთან ერთად, განხილულ იქნა პრობლემური საკითხები და მათი დროულად მოგვარების გზები

 

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა