35
21.02.2022წ.
21 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
სერგი ხიდეშელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი პროექტების დაწყებაზე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგებაზე.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ და განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივები.
მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოკვეთილია გარკვეული პრიორიტეტები და მათ განსახორციელებლად დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები