ონის მუნიციპალიტეტის მერის საახალწლო მილოცვა

31.12.2021წ

ჩემო ონელებო, ძვირფასო მეგობრებო!
გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ, 2022 წელს. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, ბედნიერებას, ხვავსა და ბარაქას!
2022 წელი ყოფილიყოს თქვენთვის სურვილების და ოცნებების ასრულების, დასახული მიზნების მიღწევის, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და წარმატებების წელი!
სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით დატვირთული თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსათვის!
მინდა, მადლობით გავაცილოთ 2021 წელი, რადგან ამ წელს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა ეს წელი იყო გამოწვევების წელი, რომელსაც თან ახლავდა პრობლემები, თუმცა მჯერა, ერანეთის მხარდაჭერით ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარება შეუქცევადად გაგრძელდეს და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ჩემი, როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერის მიზანია ქალაქის განვითარების პარალელურად
განსაკუთრებულად დავიხარჯო ადმინისტრაციულ ერთეულების პრობლემების მოსაგვარებლად, განვაგრძოთ საგზაო და სასმელი ინფრასტრუქტურების მოწესრიგება, სოციალური პროგრამების განხორციელება, ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობა, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა და ახალგაზრდებისთვის სასურველი ეკოსისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
ჩემო ონელებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და აქტიური მხარდაჭერისთვის.
ვისურვებდი ახალმა წელმა ქვეყანაში მშვიდობა და აღმშენებლობა მოიტანოს.
მინდა ახალი წელი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ნიჭიერ მომავალ თაობას, მჯერა მათი და დარწმუნებული ვარ, ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი კუთხის განვითარების საქმეში.
მინდა მივულოცო პედაგოგებს, აღმზრდელებს, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, მედიკოსებს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მესაზღვრეებს, თითოულ იმ ადამიანს, რომელიც მუდამ ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას ახალი წლის შემობრძანებას იმ იმედით და რწმენით, რომ მომავალი წელი გასულ წელთან შედარებით უფრო მეტად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის.
მინდა მოლოცვა პატრიარქის სიტყვებით დავამთავრო- ადამიანი ბედნიერებისათვის არის დაბადებული, ღმერთი მოწყალეა, ნუ შევუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც შეგხვდებათ. ეს განსაცდელი წავა და და ბედნიერება მოვა.
გისურვებთ იმედიან, წარმატებულ და ბედნიერ 2022 წელს!
პატივისცემით,
ონის მუნიციპალიტეტის მერი
– სერგო ხიდეშელი

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ