ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

24.12.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა.
24 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა „ ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხზე მომუშავე საბჭოს“ 2021 წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. ონის მუნიციპალიტეტშის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოქალაქეებზე ონის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან დახმარების გაცემის საკითხი.(დადგენილების შესაბამისად შშმ პირთა მედიკამენტებით, ჰემოდიალიზის კომპონენტით და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ)
2.ონის მუნიციპალიტეტში სიღარიბეში მცხოვრებ შშმ ბავშვთა და მოზარდთა სპეციალური საჭიროების იდენტიფიცირება და ამ საჭიროებებით დაკმაყოფილების მდგომარეობა.
3. სსსმ და შშმ ბავშვებთან მუშაობისა და ამ ბავშვებთან მომუშავე პერსონალის გადამზადების საკითხი.
4. მუნიციპალიტეტში არსებული საოჯახო სასტუმროების შშმ პირებზე ხელმისაწვდომობის მდგომარეობა და ასეთ სასტუმროებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შესაბამისი ინფორმაციის განთავსება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მომავალ წელს დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიებები , რომ ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება

Related posts

ახალი წლის დღეები იწყება

დიდთოვლობის გამო გზების წმენდა ონის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება

დიდთოვლობის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ონის მუნიციპალიტეტში ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა