ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14.08.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე.
შეხვედრაზე განიხილეს დღის წერიგით გათვალისინებული საკითხი:
2022-2025 წლების ონის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის (პირველადი ვარიანტი) წარდგენა.
2022-2025 წლების ონის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის, ასევე ონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები.
შეხვედრაზე მონაწილეებმა აღნიშნული დოკუმენტი დადებითად შეაფასეს, თუმცა გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, რომლებსაც ჯგუფის წევრები მომავალში მუშაობის პროცესში აუცილებლად გაითვალისწინებენ .

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა