ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

28.07.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
28 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქალაქ ამბროლაურში არსებული სსიპ პროფესული კოლეჯი „ერქვანის“ წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს .
კოლეჯის „ ერქვანი“ დირექტორის მოადგილემ ილია ოშხერელმა აღნიშნა, რომ შრომის ბაზრის გაზრდილი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის შესაბამისად , ბენეფიციარებს მათი ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით და ასაკის შეუზღუდავად, შესაძლებლობა ექნებათ დაეუფლონ ახალ პროფესიას და დასაქმდნენ წარმატებით. მან ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლების მიმდინარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება აგვისტოს თვის ჩათვლით.
დავით ჩიკვაიძემ ისაუბრა რეგიონში ახალგაზრდული პროფესიული კადრის გადამზადემის საჭიროების მნიშვნელობაზე და მხარდაჭერა გამოთქვა ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სათანადო თანამშრომლობის კუთხით .
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დაკონტრაქტების და სამუშაოების დროულად დაწყების საკითხს.
ასევე ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე SlovakAid-ის მხარდაჭერით, ჩეხეთის კარიტასის მიერ ონის მუნიციპალიტეტისთვის 7 კუბური მეტრის მოცულობის სეპარირებული ნარჩენის შემგროვებელი მანქანის და სეპარირებული ნარჩენისთვის საჭირო 240-ლიტრიანი 135 ცალი ურნას გადაცემის საკითხს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადანაწილდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და ნარჩენების მართვის სამსახურს ნარჩენების სეპარირებულად (მინა, პლასტიკი, ქაღალდი) შეგროვებაში, მარტივად გადამუშავებასა და ბიოდეგრადირებადი ნარჩენის შემდგომ გამოყენებაში დაეხმარება.
მერის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ირმა ჩიხრაძე, ასევე შპს „ ონის სერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ