ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 ივნისის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო

28.06.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 ივნისის შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, ონის მუნიციპალიტტის მერმა დავით ჩიკვაიძემ მოადგილესთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო „ქართული ხმები“ სოლისტს,გამორჩეული რაჭველსა და გამორჩეულად ნიჭიერი ხელოვანის ზურაბ ბაკურაძის ხსოვნას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ კულტურულ ღონისძიებებსა და აქტივობებზე,, რომელთა მიზანიც ზურაბ ბაკურაძის სახელის სამუდამო უკვდაყოფა იქნება თავის მშობლიურ კუთხეში.აღნიშნული კუთხით ონის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების საკითხი,ყურადბა გამახვილდა ვადებისა და ხარისხის კონტროლზე.
სამუშაო თათბირი დასრულდა ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვის შემდეგ სამუშაო პროცესის მიმდინარეობის საკითხის განხილვით.
შეხვედრას ესწრებოდა -რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის,ონის ბიუროს წარმომადგენელი ირმა ჩიხრაძე

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა