ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

23.04.2021წ

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
23 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შუქურა ჯაფარიძემ, მოადგილეებთან ერთად , მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართეს შპს „იერი“, შპს „ ამს ტექნიკსი“, შპს „ ევრო ტექნიკში“, შპს „რაჭა 2005“, ამხანაგობა „ დელტამშენი“ და შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საყურადღებო საკითხებზე, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო დღეებში ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მოდიდებული მდინარეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროული აღდგენის საკითხს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად გაუწევს კონტროლს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო