ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან

23.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სამუშაო შეხვედრა გაიმართა მეწარმეებთან.
23 აპრილს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ , პირველ მოადგილესთან გიორგი მახათაძესთან ერთად , საგანგებო სამუშაო შეხვედრა გამართა ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მწარმოებელ კონტრაქტორ მეწარმეებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დღეებში ონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მოდიდებული მდინარეების მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის დროული აღდგენის საკითხს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად გაუწევს კონტროლს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღსანიშნავია რომ ადიდებულმა მდინარეებმა განსაკუთრებით ზიანი მიაყენა სოფელ ღებს ( ჭალეებისუბანი), გლოლას, უწერას(ჟამიერეთუბანი), შარდომეთსა და სორს
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო