12.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
12 მარტს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბმა, ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) , რეგიონში დასაქმების ცენრტრმა, სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან, ბატონ დავით ჩიკვაიძესთან და მერის მოადგილეებთან გიორგი მახათაძესთან და ეკა მაისურაძესთან.
ფონდ „აგხაზინტერკონტის“ მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გამგეობის თავმჯდომარე არჩილ ელბაქიძე და ფონდის წარმომადგენლები – მიხეილ ელბაქიძე და ბესარიონ მურუსიძე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში დასაქმების ხელშეწყობის ახალი პროექტის „ ისწავლე დასაქმებისთვის“ პრეზენტაციას.
აღნიშნულ პროექტს ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით – ევროკავშირის მხარდაჭრით ახორციელებს.
36 თვიანი პროექტი „ სწავლა, წვრთნა, მიღწევა, და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის, საქართველოს ექვს რეგიონში ხორციელდება და მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შეცირებას.
ისწავლე დასაქმებისთის პროექტის ფარგლებში, რაჭა- ლეჩუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში ფუნქციონირებას იწყებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს:
- შეისწავლონ როგორ უნდა მოამზადონ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასურველი სამსახური;
- ჩაერთონ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებში და დაეუფლონ სასურველ პროფესიას.
- გაიარონ სტაჟირება წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში;
- ისარგებლონ კვალიფიცირებული დასაქმების კონსულტანტების დახმმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.
პროექტის ფარგლებში 3240 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნასა და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს მოძიების უნარებს, მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება- გადამზადების პროგრამაში – სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების პროგრამებში, რომელთა მინიმუმ 50% დასაქმდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ცენტრს რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში
მისამართზე: ქ. ამბროლაური, დავით აღმაშენებლის #24
საკონტაქტო ტელეფონები: კოორდინატორი: 598710 777 ;
დასაქმების კონსულტანტი: 558 202 111
შეხვედრაზე ასევე გაკეთდა ინფორმაცია თვითდასაქმების საკითხებზე და ექსტენციის გზით ინოვაციების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამაზე
საუბარი შეეხებოდა ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაში ინოვაციური სისტემების განვითარების ხელშეწყობის, კარგი სასოფლო/სამეურნეო პრაქტიკის დანერგვის საკითხს, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანების შემოსავლების გაზრდას და მათი ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.