ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 1921 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

19.02.2021წ.

2021 წლის 19 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, 1921 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე: “საქართველოს პირველი კონსტიტუციის სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები” გაიმართა.
 შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის მოადგილე ეკა მაისურაძე, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საზოგადო მოღვაწეების ფოტო და დოკუმენტური მასალების გამოფენა.
 ა(ა)იპ ონის ბიბლიოთკის დირექტორმა, პოეტმა ანა ერისთავმა და ა(ა)იპ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა გია ბერიშვილმა ისაუბრეს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის და მისი ხელმომწერების – სდრ დამფუძნებელთა კრების წარმოშობით ონელი დეპუტატების, პავლე ბერიშვილის, სერგი და კონსტანტინე ჯაფარიძეების ღვაწლის შესახებ.
 ღონისძიებაზე გაიხსენეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუციის შექმნის ისტორია, მიმოიხილეს იმდროინდელი ვითარება და ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რომელსაც აღნიშნული კონსტიტუცია მოიცავდა.
 დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 100 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მარო მაყაშვილისა და სხვა გმირების ხსოვნას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 17 მარტს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცალების დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.