ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

by magda

10.02.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
10 თებერვალს. ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი ტარიელ ლობჯანიძე,, რომელმაც შეხვედრაზე მერის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია, სოფლის მეურნეობაში მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო მხარდაჭრის პროგრამებისა და პროექტების შესახებ: წარმომადგენლებს გააცნო პროგრამის „დანერგე მომავალი“-ს ქვეკომპონენტი, და მერძევეობის მოდერნიზებული სახელმწიფო პროგრამა , რომელიც რეგიონებში მერძევეობის დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს ასევე ისაუბრა სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში, 200 000-ზე მეტი ფერმერი ლიბერთის ,,აგრო ბარათს“ მიიღებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ახალი პროგრამით ისარგებლებს. აღნიშნული პროგრამაც სოფლის მეურნეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის საკითხებს , წარმომადგენლები გაეცნენ პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრის განრიგს.
მერმა წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია გასულ პერიოდში შესრულებული , მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ, ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, და იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე. განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის , სასმელი წყლის სისტემის და გარე განათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების , მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content