ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან

08.02.2021წ.

8 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.
შეხვედრის დასაწყისში განიხილეს საქართველოს პირველი დემოკრატიული კონსტიტუციის 100 წლისთავისადმი და მისი ხელმომწერის – სდრ დამფუძნებელთა კრების , წარმოშობით ონელი დეპუტატის, პავლე ბერიშვილის სახელის უკვდავყოფისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ისაუბრეს შშმ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ცალკეულ ღონისძიებებზე, ასევე იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იაპონიის საელჩოს, მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში „ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა“ (GGP) პროექტის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში , გამარჯვებული ონის მუნიციპალიტეტის უფლებების , ვალდებულებების და სამომავლო აქტივობების შესახებ დაგეგმილ მნიშვნელოვან საკითხებს.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, წარმოადგინეს ინფორმცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა