,ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან , ეკა მაისურაძესთან ერთად , 2021 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში

21.01.2021წ.

მიმდინარე წლის 21 იანვარს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან , ეკა მაისურაძესთან ერთად , 2021 წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მერმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა სამსახურეობრივ საქმიანობაში.
შეხვედრაზე დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ ახალი 2021 წელი გასულ წლებთან შედარებით ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება, განსაკუთრებული ყურადღება კვლავ დაეთმობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს, ამ პროგრამით არჩეულ პროექტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას, ამიტომ თითოეული წარმომადგენლისგან მაქსიმალური მონდომება და გაორმაგებული ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა მიმდინარე წელი წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს, მისივე თქმით მუნიციპალიტეტში პროექტებზე დახარჯული თანხა მაქსიმალურად მოხმარდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს, რომ შეძლებისდაგვარად აღმოიფხვრას თემებში არსებული ყოფითი პრობლემები.
დავით ჩიკვაიძემ წარმომადგენლებისგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული ვითარებისა და სოფლებში ზამთრის სეზონთან დაკავშირებილი მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ამ პერიოდისთვის გამოკვეთილი პრობლემური საკითხები და მერის წარმომადგენლებმა მიიღეს კონკრეტული მითითებები.

Related posts

ტურისტული სეზონი ოფიციალურად ონის მუნიციპალიტეტში 23 ივნისს გაიხსნება

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში, სოფლამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო