ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2020 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით

31.12.2020წ.

მოგესალმებით მეგობრებო , ძვირფასო ონელებო!
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 88-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ონის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს, 2020 წელს განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით.
ჩემი საჯარო ანგარიშის შემუშავების პროცედურები ეყრდნობა ეფექტური მმართველობის პრინციპებს, რაც გულისხმობს სტრატეგიული პრიორიტეტებისა და დასახული მიზნების მიღწევის მიზნით მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოქალაქეებთან მჭიდრო კონტაქტში არსებული რესურსების პასუხიმგებლობითა და ანგარიშვალდებულად გამოყენებასა და ამ საქმიანობის თანმდევი რისკების მართვას.
ბოლო წლებში როგორც ქვეყანაში , ისე ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, სასიკეთო ცვლილებები თითქმის ყველა სფეროს შეეხო, თუმცა ეს წელი იყო გამოწვევების წელი. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში ზაფხულში მომხდარი სტიქიური ვითარებიდან გამომდინარე პრობლემები ჯერ ისევ მრავლადაა, ყველა პრობლემის ერთად მოგვარება რთულია, თუმცა ეტაპობრივად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასუმჯობესებლად.
ონის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ პერიოდში განახორციელა მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, სოციალური და ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამები და პროექტები.
მერიის მიზანია ქალაქის განვითარების პარალელურად ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაბამისი მიკრო გარემოსა და სერვისების შექმნა.
აქედან გამომდინარე, ასევე უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიმაჩნია „უფრო ახლოს ხალხთან“ და კარდაკარ საჭიროებებზე“, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობის მთავარი პრინციპია.
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მცხოვრებმა თითოეულმა მოქალაქემ უკეთესობა იგრძნოს.
დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ მონდომებით და შრომით კიდევ ბევრი პროექტი თუ პროგრამა განხორციელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! მშვიდობისა, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისა და სრულიად საქართველოსთვის.
დავით ჩიკვაიძე
ონის მუნიციპალიტეტის მერი.
https://oni.gov.ge/?page_id=4838

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, ქალაქ ონისა და სოფელ ღების განაშენიანების გეგმების შემუშავებასთან დაკავშირებით, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, პროექტზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერს, მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ