ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან

22.07.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა .
22 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად , სამუშაო შეხვედრა გამართა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტების მიმდინარეობის, ტყეკაფამდე მისასველი გზის რეაბილიტციის და სოციალური ჭრების საკითხები. ასევე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში ბოლო დროს საგრძნობლად მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც, მერის მოვალეობის შემსრულებელმა დამსწრე პირებს გააცნო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაცია „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის შესახებ“, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების იდენტიფიცირებასა და აღრიცხვას შემდგომში კომპლექსური გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
შეხვერის ბოლოს დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ უახლოეს ხანში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწარმეებთან ერთად გეგმავს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონახულებას.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა