ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი „ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“გაიმართა

პროექტის განმახორციელებელია GIZ( გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) – სამხრეთ კავკასიის თვითმმართველობის პროგრამა;
დონორი: გერმანიის ეკონომიური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).

 

18 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში GIZ- ის მოწვეული ექსპერტის ნინო ლოლაძის და მერიის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლობით საჯარო სკოლის უფროსკლასელებისათვის ტრენინგი „ მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები.
• ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციები.
• ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი.
• მოქალაქეთა თანამონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.
• მოქალაქეთა თანამონაწილეობის ფორმები და მექანიზმები.
• მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობა და მისგან მიღებული სარგებელი.


პროექტის განმახორციელებელია GIZ( გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) – სამხრეთ კავკასიის თვითმმართველობის პროგრამა;
დონორი: გერმანიის ეკონომიური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).
პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდობისთვის შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გადაცემას, რომ მომავალში მათ შეძლონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართვა.
ტრენინგის დასასრულს ჩატარდა ახალგაზრდების გამოკითხვა მათი პრიორიტეტების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერიის წარმომადგენლები და სკოლის პედაგოგები.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო