ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად გაცნობითი შეხვედრა გამართა განათლების კულტურის, სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან

12.06.2020წ.

12 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად გაცნობითი შეხვედრა გამართა განათლების კულტურის, სპორტის სამსახურის, ა(ა)იპ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებთან.
საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში ტურიზმის სფეროს პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებს, აგრეთვე 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მზაობასა და ონის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გამოყენების მიზნით ღონისძიებათა სისტემატიზაციას.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავალება მისცა შეხვედრის მონაწილეებს, წარმოადგინონ მოსაზრებები ტურიზმის განვითარების მიმართულებებთან, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნასთან და ადგილობრივი კულინარიის ტურისტული თვალსაზრისით განვითარებასთან დაკავშირებით.
დავით ჩიკვაიძემ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში არსებული სიახლეების შესახებ, რაც მიმდინარე და მომავალ წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით იგეგმება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს