ონის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი „საოჯახო შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ტარდება

by magda

21.08.2024წ.

ონის მუნიციპალიტეტის გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი „საოჯახო შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ ტარდება.
„ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ დაცული ტერიტორიების კომპონენტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ტექნიკურ განხორციელებას უზრუნველყოფს საკონსულტაციო კომპანია „გოპა“, ხოლო ადგილზე კოორდინაციას ა(ა)იპ „რაჭა იმერეთის აგრომწარმოებელთა გაერთიანება“.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა:
განმცხადებელი იყოს ადგილობრივი მკვიდრი(სოფელი გომი ან ჯინჭვისი) და გააჩნდეს მაღალმთიანი სოფლი მცხოვრებლის სტატუსი;
განმცხადებლის მიერ განაცხადი წარმოდგენილი იყოს წერილობით დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელიც მოთავსდება სპეციალურ დალუქულ ყუთში არაუგვიანეს 2024 წლის 28 აგვისტოს 17:00 საათისა, სოფელ ჟინჭვისის ცენტრში, ადგილობრივი მკვიდრის ჯუმბერ ჩიხრაძის სახლში;
კონკურსზე დასწრება და წარმოდგენილი შინამეურნეობის განვითარების იდეის წარდგენა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებისათვის პირადად.
კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 31 აგვისტოს სოფელ ჯინჭვისის სარიტუალო დარბაზში 12:00 საათზე;
კონკურსის დღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა.
საკონკურსო განაცხადების შეფასება და შედეგების გამოქვეყნება მოხდება კონკურსის ჩატარების დღეს, ჟიურის მიერ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სამუშაო ჯგუფის სამი და ორი ადგილობრივი მოხალისე მოქალაქისგან, ამავე დღეს მოხდება კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოებაც.
შეფასების კრიტერიუმები:
წარმოდგენილი პროექტი უნდა აუმჯობესებდეს წარმდგენის ან წარმდგენთა ჯგუფის სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას;
პროექტს უნდა გააჩნდეს მდგრადობის და განვითარების პერსპექტივა;
პროექტით გათვალისწინებული საქმიანობა უნდა აუმჯობესებდეს ან არ უნდა აზიანებდეს გარემოს;
ბიუჯეტში მოყვანილი ხარჯების მოცულობა უნდა იყოს რეალისტური.
საპრიზო ფონდი:
კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 12,000 ლარს
კონკურსი ჩატარდება ორ ნომინაციაში:
I ნომინაცია ითვალისწინებს შინამეურნეობების განვითარების იდეების დაჯილდოვებას მაქსიმუმ 800(რვაას) ლარის ოდენობით. ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებელს არ ევალება თანამონაწილეობის განხორციელება ბიუჯეტში.
II ნომინაცია ითვალისწინებს შინამეურნეობების განვითარების იდეების დაჯილდოვებას 800 (რვაასიდან) -1,500 (ათასხუთასი) ლარის ფარგლებში. ნომინაციაში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებლის მიერ აუცილებელია მთლიანი ბიუჯეტის როგორც მინიმუმ 10%-ის ფინანსური თანამონაწილეობის განხორციელება.
საკონტაქტო პირი (მობილიზატორი):
ლამარა ბოჭორიშვილი – მობ: 598211915
გოპას თანამშრომლები – თემებში კოორდინატორები:
დავით დოლიძე 591195505
ავთანდილ მჭედლიძე 571220585.
სამუშაო დღეები: ორშაბათი – პარასკევი;
10:00-18:00 საათი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content