ონის მუნიციპალიტეტის გლოლისა და პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

25.06.2021წ.

24-25 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის გლოლისა და პიპილეთის ადმინისტრაციულ ერთეულში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ქალთა ეკონომიური გაძლიერებისთვის ხელშემწყობი საგრანტო პროგრამის გაცნობა წარმოადგენდა,
რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება,
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ლობჯანიძემ და ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ირინა გობეჯიშვილმა ისაუბრეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში არსებული კონკურსის ,,ქალთა მცირე ბიზნესის მხარდაჭერა შესახებ, რომელიც
ინსტიტუციონალიზაციის გზით, გენდერული ბალანსისა და სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ბიზნეს იდეების შესარჩევად და დასაფინანსებლად’ დაიწყო.
საინფორმაციო კამპანიის პარალელურად, პროექტით გათვალისწინებულია, ონისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული და მცხოვრები, 18 წელს მიღწეული ქალების განაცხადების წარდგენა, ექსპერტების მიერ საუკეთესო იდეების შერჩევა და ბიზნეს გეგმის შესადგენად ტრენინგების ჩატარება, რის შემდეგაც, პოტენციურ ბენეფიციარებთან საველე მონიტორინგი განხორციელდება. საბოლოოდ კი, დაფინანსდება პროექტის თანამშრომლებითა და შეფასების კომისიის წევრებით დაკომლექტებული ჯგუფის მიერ შერჩეული მინიმუმ 10 ქალი, რომლებიც პროექტის საკონკურსო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ.

Related posts

ონელი მოჭიდავე, იური ჩიკვილაძე, 68კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონატის 15 წლამდელებს შორის მესამე ადგილის მფლობელია

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ონის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა