ონის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსდა 136 სტუდენტი

18.11.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსდა 136 სტუდენტი.
აღნიშნული პროგრამით პირველად ისარგებლა 27-მა სტუდენტმა, რომლებმაც ზოგადი განათლების ბოლო სამი წელი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებთან განლაგებულ უახლოეს სკოლებში მიიღეს. ხოლო სწავლა გააგრძელა წინა სასწავლო წლებში მოსარგებლე 109 სტუდენტმა.
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამით, 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის საფასურის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობით დაფინანსების მიზნით, მიმდინარეობს განცხადებების მიღება, დღეის მდგომარეობით განსახილველად შემოსულია 122 განცხადება

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა