2
29.09.2024წ.
დღეს, ონის მუნიციპალიტეტის ბეერ-შევას სახელობის პარკში სასპორტო სკოლის კომპლექსში, ახალი საჭიდაო დარბაზი გაიხსნა.
დარბაზმა, შურა მაისურაძის, გიორგი სხირტლაძის, თორნიკე კობახიძის, გიგო მაისურაძის და ნიკოლოზ ჩალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ადგილობრივ ტურნირს უმასპინძლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, რომელიც ონის მუნიციპალიტეტის მერიის და „შოვის კლუბის“ ინიციატივით გაიმართა.
აღნიშნული ტურნირი შიდა ჩემპიონატს წარმოადგენდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა სპორტსმენებმა, რვა წონით კატეგორიაში.
ტურნირში პირველი, მეორე და მესამე ადგილოსნები, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და ღვაწმოსილმა სპორტსმენებმა დააჯილდოვეს, რომლებსაც თასები მედლები და ფულადი ჯილდოები გადასცეს.
ასევე, თორნიკე კობახიძის, გიგო მაისურაძის და ნიკოლოზ ჩალაძის სახელობის დიპლომები გადაეცათ ტურნირის ჩემპიონებს.
შეგახსენებთ, რომ საჭიდაო დარბაზი საქართველოს მთავრობის მიერ „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჭიდაო დარბაზი აშენდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 2 000 000 ლარი შეადგინა