ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

by magda

06.01.2022წ.

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
დილიდან გაგრძელდა და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია ბარი-სამთისის, წედისი-სხანარის, ირის, ბორცო -საკაო -მაჟიეთი -ხიდეშლების როგორც სოფლებამდე მისასვლელი, ისე სოფლის შიდა საუბნო გზები,
გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს მრავალძლის,ასევე კვაშხიეთი- ზვარეთი- ხეითის მიმართულებით.
დღეს . 6 იანვარას, აღნიშნულ პრობლემურ უბნებზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მხარის რწმუნებულის, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და ადგილზე გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში , განსაკუთrებით კი მაღალმთიან სოფლებში საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა
გზების წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გაგრძელდება

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content