6
21.01.2022წ.
ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
21 იანვარს, დილიდან გაგრძელდა და ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია წედისი-სხანარის, ჭვებარი- გადამშის როგორც სოფლებამდე მისასვლელი საავტომობილო, ასევე აღნიშნული სოფლების შიდა საუბნო გზები.
გზების წმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ღებში.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება.
გზების წმენდითი სამუშაოები ეტაპობრივად ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც გრძელდება.